სოკოსთან ერთად მოშუშული თევზი

შემწვარი ხეკი თუ მოგბეზრდათ, ამ რეცეპტით შეძლებთ, ახლებურად მოამზადოთ ეს თევზი. გამოდის გემრიელი და არომატული. გაიმრავალფეროვნეთ მენიუ! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხეკი  1ც;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ფქვილი  5მწიკვი;
  • მარილი და სანელებლები  გემოვნებით;
  • ზეთი  40გრ;
  • მომზადების წესი:

თევზის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. როგორც კი მეორე მხარეს გადმოვაბრუნებთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო და ერთად მოვამზადოთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი.  შეგვიძლია სოკო ცალკე ტაფაში მოვხრაკოთ და შემდეგ დავამატოთ ხეკს, ხახვის დამატებაც შეიძლება. სოკოსთან ერთად მოშუშული თევზი სუფრაზე არაჟანთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო