
სკუმბრია შესანიშნავი თევზია, მას მრავალნაირად ამზადებენ. გთავაზობთ კიდევ ერთ გემრიელ რეცეპტს. სცადეთ სოკოსთან ერთად შემწვარი სკუმბრია და ისიამოვნეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
- სკუმბრია 1ც;
- ხახვი 2თ;
- ქამა სოკო 200გრ;
- ზეთი 3ს/კ;
- ოხრახუში 1კონა;
- ლიმონი 0,5ც;
- მარილი, პილპილი, სხვა სუნელები გემოვნებით;
- მომზადების წესი:
გავასუფთავოთ თევზი, გავრეცხოთ, შევაშროთ და მარილი და პილპილი წავუსვათ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ დაჭრილი სოკო და ერთად ვშუშოთ. პერიოდულად ვურიოთ, შევანელოთ მარილით და პილპილით. თევზი ერთ მხარეს რამოდენიმე ადგილას ჩავჭრათ და ლიმონის ნაჭრები ჩავაწყოთ. ფოლგას წავუსვათ ზეთი, დავდოთ სკუმბრია, ღრუ ამოვავსოთ სოკოს გულსართით, გვერდით ოხრახუში დავაწყოთ, ფოლგა ისე შევკრათ, რომ ორთქლი და სითხე გარეთ არ გამოვიდეს და შესაწვავ ფორმაში ჩავდოთ. შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუსზე 40 წთ. გემრიელად მიირთვით!
სუპერ
სუპერ