სოკოთი ფარშირებული კალმახი

ეს კერძი სწრაფად და მარტივად მზადდება, გემოთი კი არაჩვეულებრივი გამოდის. თევზის მოყვარულებო, ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • კალმახი  3ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ყაბაყი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • სიმინდის კონსერვი  გემოვნებით;
  • სანელებლები  გემოვნებით;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ სოკო, დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. მეორე ტაფაში ზეთი ჩავასხათ და სტაფილო, ყაბაყი და ხახვი მოვხრაკოთ (წინასწარ გარჩეულ-გარეცხილი, დაჭრილი). ორივე ტაფის მასა ოდნავ გავაცივოთ და შევაერთოთ. დავამატოთ სანელებლები. თევზს მოვაცილოთ ძვლები, გავრეცხოთ, შევაშროთ და მარილი წავუსვათ. ამოვავსოთ სოკოიანი მასით და შევკრათ გვერდები. შევდგათ 200 გრადუსზე ღუმელში და 20-30 წთ შევწვათ. სოკოთი ფარშირებული კალმახი მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!. დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო