
სოკოთი ფარშირებული პომიდორი იმდენად გემრიელი და ლამაზი გამოდის, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- პომიდორი 3ც;
- ქათმის ბარკალი 200გრ
- ქამა სოკო 200გრ;
- მაგარი ყველი 70გრ;
- ნაღები 100მლ (20 %);
- მარილი, პილპილი, ზეთი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები:
სოკო წვრილად დავჭრათ. ბარკალს კანი მოვაცილოთ და ისიც წვრილად დავჭრათ. სოკო და ბარკალი ერთად შევწვათ (სურვილისამებრ, შეგვიძლია ხახვი დავამატოთ), დავასხათ ნაღები, მარილი და პილპილი დავამატოთ, ამოვურიოთ და 5 წთ ვშუშოთ, გადმოვდგათ. პომიდორს ზედა ნაწილი მოვაჭრათ და კოვზით ამოვიღოთ რბილობი. თითოეული ამოვავსოთ გულსართით, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავაწყოთ ფოლგადაფენილ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ (შედგმიდან 10 წთ შემდეგ დავაფაროთ “ქუდები”). გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება