სოუსი თევზისათვის

შემწვარი თევზი ხომ თავისთავად გემრიელია, მაგრამ სოუსთან ან საწებელთან ერთად კიდევ უფრო სხვაა! ამ რეცეპტით შეძლებთ მოამზადოთ შესანიშნავი სოუსი, რომელიც ნებისმიერ თევზს მოუხდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • თეთრი მშრალი ღვინო  700მლ;
  • კარაქი  120გრ;
  • კაპერსი  3ს/კ;
  • ხახვი-შალოტი  4ც;
  • კამა  1კონა;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წვრილად დაჭრილი შალოტი მოვშუშოთ ზეთში, დაახლ. 10წთ. დავუწიოთ ცეცხლს და ღვინო დავამატოთ. ვადუღოთ 10 წთ, პატარა ნაჭრებით ვამატოთ კარაქი, როცა სულ გალღვება, გადმოვდგათ. დავამატოთ კაპერსები, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. კაპერსების ნაცვლად შეგვიძლია დავამატოთ მაგარი გახეხილი ყველი, მაგ. პარმეზანი. სოუსი თევზისათვის მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო