სპაგეტი ქათმითა და სოკოთი

სპაგეტი ქათმითა და სოკოთი კარგი იდეაა ვახშმისათვის. ყველა ინგრედიენტი საოცრად ეხამება ერთმანეთს და არაჩვეულებრივ გემოს ქმნის. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის მკერდი  2ნაჭერი;
  • სპაგეტი  400გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  3-4 კბილი;
  • კარაქი  3ს/კ;
  • მარილი, შავი პილპილი  გემოვნებით;
  • ნაღები  1,5-2ჭ;
  • ქამა სოკო  8ც;
  • ბროკოლი  6ც (ყვავილედები);
  • პარმეზანი   0,5ჭ (გახეხილი);
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ ხახვი და ნიორი, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, თან სულ ვურიოთ. დავამატოთ ნაღები, მარილი და პილპილი დავაყაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 15 წთ. ქათმის მკერდი გავრეცხოთ, შევაშროთ სიგანეზე გავჭრათ, მარილი და პილპილი დავაყაროთ და ზეთში შევწვათ. გავაცივოთ და დავჭრათ. ამასობაში მოვხარშოთ მაკარონი, სოკო გავრეცხოთ, ფირფიტებად დავჭრათ და ნაღების სოუსს დავამატოთ, 15 წთ ვშუშოთ. გადავწუროთ სპაგეტი და ცოტა ზეთი დავასხათ, რომ არ მიეკროს ერთმანეთს. ბროკოლის ყვავილედები 2 წთ მდუღარე წყალში ჩავდოთ და ამოვაწყოთ. სოუსი წამოვადუღოთ, დავამატოთ ბროკოლი, სპაგეტი და ქათმის ხორცი. ამოვურიოთ, კიდევ წამოვადუღოთ, ყველი დავამატოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო