სქელშუბლა შინაურულად

ეს კერძი ნოყიერია, გემრიელი და არომატული. თან ადვილად მზადდება. სქელშუბლა შინაურულად კარგი იდეაა ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • სქელშუბლას ფილე  2ც;
  • კარტოფილი  5-7ც;
  • თევზის სანელებლები  1ჩ/კ;
  • სოიოს სოუსი  1ს/კ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  2-3 ს/კ;

მომზადების წესი:

ღუმელი ჩავრთოთ 200 გრადუსზე. გავრეცხოთ ფილე და შევაშროთ. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ. დავჭრათ, ჩავაწყოთ საცხობში და ზეთი მოვასხათ. მარილი, პილპილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. ფილეს წავუსვათ თევზის სანელებლები ორივე მხრიდან, სურვილისამებრ, ლიმონის წვენიც დავასხათ. დავადოთ კარტოფილს კანით ზემოდან, შევდგათ ღუმელში 30 წთ. მაიონეზი და სოიოს სოუსი შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ პილპილი, ავურიოთ, წავუსვათ თევზს ეს ნარევი და ღუმელში გავაჩეროთ კიდევ 10 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო