სტაფილო ფორთოხლის წვენში

განსაკუთრებული და განსხვავებული კერძია. არომატულია, სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  450გრ;
  • კარაქი  50გრ;
  • ყავისფერი შაქარი  50გრ;
  • ფორთოხლის წვენი  80მლ;
  • დაფქული კოჭა  1ჩ/კ;
  • ლიმონის წვენი  1ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ოხრახუში  სურვილისამებრ;

მომზადების წესი:

ავიღოთ საშუალო ზომის სტაფილო და გავრეცხოთ. გავწუროთ ფორთოხალი და ლიმონის წვენი დავამატოთ. ქვაბში ჩავდოთ კარაქი, შემდეგ სტაფილო ჩავაწყოთ, დავასხათ ციტრუსების წვენი, კოჭა და შაქარი მოვაყაროთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ადუღებიდან 15-20 წთ ვშუშოთ, სტაფილოს დარბილებამდე. შემდეგ მარილი და პილპილი დავაყაროთ. სტაფილო ფორთოხლის წვენში შეგვიძლია ოხრახუშის ფოთლებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო