სტაფილოს რულეტი ხაჭოს გულსართით

კაშკაშა, გემრიელი მსუბუქი რულეტია. შეგიძლიათ დღესასწაულებზეც მოამზადოთ. საკმაოდ ორიგინალურია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  400გრ;
  • კვერცხი  2ც(მხოლოდ ცილა);
  • კარაქი  50 -60გრ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • ხაჭო  350-400გრ;
  • არაჟანი  1-2ს/კ;
  • კამა, ოხრახუში  თითო კონა;

მომზადების წესი:

გავფხიკოთ ან გავთალოთ სტაფილო, გავრეცხოთ. გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე. ტაფაში ჩავდოთ კარაქი, დავამატოთ სტაფილო და მოვშუშოთ. შეგვიძლია ცოტა წყალი დავაატოთ, რომ არ შეიწვას სტაფილო. შემდეგ გავაცივოთ და დავაბლენდეროთ. გარეცხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი შევურიოთ ხაჭოს. დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, არაჟანი, მარილი, გადავურიოთ. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით. აკურატულად შევურიოთ სტაფილოს, საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და ეს მასა დავდოთ, თანაბრად. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წთ. შემდეგ სტაფილოს ფირფიტა ფოლგაზე გადმოვიტანოთ და ოდნავ გავაცივოთ. მოვაცილოთ ფოლგა, ზემოდან დავადოთ ხაჭოს გულსართი და გადავახვიოთ, შევდოთ მაცივარში დაახლ. 1სთ. შემდეგ სტაფილოს რულეტი ხაჭოს გულსართით დავჭრათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო