სტაფილოს სალათი გარგარის ჩირით

სასარგებლო და ძალიან გემრიელი სამარხვო სალათია. სცადეთ! დამზადების დრო: 15 წთ. ულუფა: 2.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  130გრ;
  • გარაგარის ჩირი  70გრ (კურაგა);
  • ნიგოზი  60გრ;
  • თაფლი  1ს/კ;
  • ზეითუნის ზეთი  1ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

გავხეხოთ სტაფილო და ჯამში ჩავყაროთ. დავამატოთ დაჭრილი კურაგა, მოვასხათ თაფლი, დავაყაროთ მწიკვი მარილი, ზეთი დავასხათ,  დავამატოთ დაქუცმაცებული ნიგოზი, ამოვურიოთ და სტაფილოს სალათი გარგარის ჩირით გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო