სტაფილოს სალათი ნივრით

პიკანტური სალათია. კარგად ეხამება გარნირად ხორცის კერძებს. დამზადების დრო: 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  2ც;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • მაიონეზი ან არაჟანი  1ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გასუფთავებული სტაფილო საშუალო სახეხზე გავხეხოთ. გარჩეულ-გარეცხილი ნიორი დავჭყლიტოთ და სტაფილოს დავამატოთ. მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი, მარილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. სტაფილოს სალათი ნივრით ოდნავ დავაყოვნოთ და ისე გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო