სტაფილოს სალათი ქათმით

ამ რეცეპტით  სულ რაღაც 10 წუთში მოამზადებთ ნოყიერ, გემრიელ ვახშამს. უბრალოდ, უნდა გქონდეთქათმის მოხარშული  ფილე ან შებოლილი მენჯ-ბარკალი. დამზადების დრო: 10 წთ.

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ფილე ან შებოლილი მენჯ-ბარკალი  1ც;
  • კორეული სტაფილო  200-300 გრ (რეცეპტი იხ. დედა.GE-ზე);
  • კომბოსტო  1თ (საშუალო);
  • ხახვი  1თ;
  • მაიონეზი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ქათმის ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. კომბოსტო დავკეპოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ. მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ კორეული სტაფილო, მოვასხათ მაიონეზი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით სტაფილოს სალათი ქათმით!

2 კომენტარები

  1. სასურველია კომბოსტოს მარილი მოვაყაროთ, დავტოვოთ და გავწუროთ,

    • თუ კომბოსტო ახალია, არ უნდა მარილში დაყოვნება, ამ რეცეპტში ეს არის ნაგულისხმევი. ისე კი, შეიძლება, სურვილის მიხედვით.

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო