
მოტკბო-მომწარო გემოს, კაშკაშა ფერის გემრიელი კერძია. სტაფილოს სუპ-პიურე ბანანით სწრაფად მზადდება, სასიამოვნო, კრემოვანი სტრუქტურა აქვს. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 4-5.
- ინგრედიენტები:
- სტაფილო 400გრ;
- ბანანი 1ც;
- ხახვი 1თ;
- დაფქული ცხარე წითელი წიწაკა 1/2ჩ/კ;
- დაფქული ნიორი 1ჩ/კ;
- კოჭა 1/2ჩ/კ;
- კარრი 1/2ჩ/კ;
- ზეთი 1ს/კ;
- ქოქოსის რძე 1/2ჭ;
- წყალი 600მლ;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ კარრი, ნიორი, კოჭა, ცხარე წიწაკა და ავურიოთ. დავამატოთ გახეხილი სტაფილო, დავასხათ ცხელი წყალი და მარილი დავაყაროთ. დავამატოთ დაჭრილი ბანანი, წამოვადუღოთ, თავზე დავაფაროთ და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 25 წთ. შემდეგ დავაბლენდეროთ, ქოქოსის რძე დავასხათ, ავადუღოთ, მარილი დავამატოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება