სტაფილოს სუპ-პიურე

მარტივად მზადდება, გემრიელია, მენიუს გაგიმრავალფეროვნებთ. დამზადების დრო: 55 წთ.

ინგრედიენტები:

  • სტაფილო  700გრ;
  • ხახვი  100გრ;
  • კამა  70გრ;
  • ნიორი  4კბილი;
  • ზეთი  40მლ;
  • წყალი  500მლ;
  • ნაღები  200მლ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავფხიკოთ და გავრეცხოთ სტაფილო. გარჩეულ-გარეცხილი ხახვი და კამა დავჭრათ. დავდგათ სტაფილო მოსახარშად, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ. ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დაჭრილი ნიორი და კამა. სტაფილო როცა დარბილდება, დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული. შემდეგ დავასხათ წყალი და დავაბლენდეროთ. ბოლოს ნაღები დავამატოთ, მსუბუქად მოვურიოთ, დუღილამდე მივიყვანოთ და გადმოვდგათ. სტაფილოს სუპ-პიურე მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო