სტიფადო

სტიფადო უგემრიელესი, არომატული და ნოყიერი ბერძნული კერძია. დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

ძროხის ხორცი  1,5კგ;

პრასი  1ც;

ზეითუნის ზეთი 4ს/კ;

ხახვი  1თ;

ნიორი  2კბილი;

კომში  2ც;

მშრალი წითელი ღვინო  500მლ;

ოხრახუში  1კონა;

დაფნის ფოთოლი  3-4ც;

პიტნა  1/2ჩ/კ;

დარიჩინი  1ჩ/კ;

სურნელოვანი პილპილი  1ჩ/კ (ბაჰარი);

პომიდვრის კონსერვი  500მლ;

მარილი  1ჩ/კ;

ბრინჯი  1,5ჭ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. პრასი დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. გადავიტანოთ სქელძირიან ქვაბში. იმავე ტაფაში შევბრაწოთ დაჭრილი ხორცი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ეს მასაც ქვაბში გადავიტანოთ. დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში, დაფნის ფოთოლი,პიტნა, დარიჩინი, ბაჰარი. წამოვადუღოთ, დავასხათ ღვინო, დავამატოთ პომიდვრის კონსერვი თავისივე წვენით, ვშუშოთ დაახლ. 4 სთ. ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი. კომში თხელ ნაჭრებად დავჭრათ და კერძის მომზადებამდე 1 სთ ადრე ჩავამატოთ ქვაბში.  ბრინჯი მზა კერძთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო