სუპი ბულგურითა და ოსპით

სასარგებლო, ნოყიერი წვნიანია. სამარხვოა. სუპი ბულგურითა და ოსპით ადვილად მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბულგური  100გრ (ხორბლის ბურღულია, იყიდება სუპერმარკეტში);
  • ოსპი  100გრ;
  • დაკონსერვებული პომიდორი  300გრ (საკუთარ წვენში);
  • მწვანე ბულგარული წიწაკა  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • წყალი  2-2,5ლ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ბოსტნეული. ბულგური და ოსპი გავრეცხოთ და მდუღარე წყალში ჩავყაროთ. დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 20 წთ (ადუღებიდან). ხახვი, სტაფილო და ბულგარული პატარა კუბიკებად დავჭრათ. პომიდორც კანი მოვაცილოთ და თავისივე წვენში ჩანგლით დავაქუცმაცოთ. ზეთში მოვხრაკოთ სტაფილო, ხახვი და ბულგარული, დავამატოთ პომიდორი. 2-3 წთ ვშუშოთ.სურვილისამებრ, დავამატოთ ძირა. როგორც კი ბულგური და ოსპი მოიხარშება, დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული. დავაყაროთ მარილი და ორიოდე წთ ვადუღოთ. გამოვრთოთ ცეცხლი და სუპი 20-30 წთ დავაყოვნოთ. სუფრაზე წვრილად დაჭრილ ქინძთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო