სუპი ღორის ხორცითა და პომიდვრით

სუპი ღორის ხორცითა და პომიდვრით ნოყიერია და გემრიელი. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 50 წთ.

  • ინგრედიენტები:
    ღორის ხორცი  500გრ;
  • ხახვი  2თ;
  • სტაფილო 4ც;
  • პომიდორი  1ც;
  • ლეჩო  3ს/კ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • კარტოფილი  6ც;
  • ნიორი  1კბილი;
  • დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცი კუბიკებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ. ცეცხლზე დავდგათ ქვაბით წყალი. დაჭრილი ხახვი ხორცს დავამატოთ და ერთად მოვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, პომიდორი, ბოლოს ლეჩო და 5-7 წთ ვშუშოთ. კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ადუღებულ წყალში ჩავყაროთ. დავამატოთ ბოსტნეულთან ერთად მოშუშული ხორცი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, როცა კარტოფილი მოიხარშება, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი დავამატოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო