სუპი ქათმითა და კრევეტებით

სუპი ქათმითა და კრევეტებით პიკანტური და ეგზოტიკური წვნიანია. მსუბუქია და ამავდროულად ნოყიერიც. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი  300გრ;
  • კრევეტები  250გრ;
  • ბრინჯი  1,5ჭ;
  • ნიორი  2კბილი;
  • კოჭა  20გრ;
  • ქინძი  80გრ;
  • წიწაკა ჩილი  1ც;
  • ლაიმი  1ც;
  • ბულიონი  1ლ;
  • სანელებლები  გემოვნებით;
  • მარილი   გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ბრინჯი. გავრეცხოთ ქინძი, გავარჩიოთ და გავრეცხოთ ნიორი. წინასწარ შემწვარი ქათმის ხორცი დავჭრათ. კოჭა და ნიორი წვრილად დავკეპოთ. კრევეტები გავწმინდოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ. ლაიმი ოთხად გავჭრათ, ჩილიც დავჭრათ. ზეთში მოვხრაკოთ ნიორი და კოჭა, დავასხათ ბულიონი, დავამატოთ ბრინჯი, ამოვურიოთ. წამოვადუღოთ, 5 წთ ვადუღოთ. დავამატოთ კრევეტები და ქათმის ხორცი. კიდევ 5 წთ ვადუღოთ. მზა სუპი სუფრაზე ლაიმთან და ჩილისთან ერთად გავიტანოთ, ზემოდან ქინძი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო