სუპი სოკოიანი გუფთით

სოკო განსაკუთრებულად არომატულს და გემრიელს ხდის ამ წვნიანს. უხდება არაჟანი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  200გრ;
  • ბრინჯი  30გრ;
  • ქამა სოკო  100გრ;
  • კვერცხი 1ც;
  • წყალი  1,5ლ;
  • კარტოფილი  2-3ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • კამა  1კონა;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქამა სოკო და წვრილად დავჭრათ. გავრეცხოთ და მოვხარშოთ ბრინჯი. ფარშს შევურიოთ სოკო, მოხარშული ბრინჯი, კვერცხი, მარილი, პილპილი და გადავურიოთ. გავაკეთოთ  გუფთები. ჩავდოთ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. დავამატოთ გათლილ-გარეცხილი, დაჭრილი კარტოფილი. ხახვი გავარჩიოთ, სტაფილო გათალოთ, გავრეცხოთ ორივე. ტაფაში ზეთი გავაცხელოთ და წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილ სტაფილო მოვხრაკოთ. დავამატოთ სუპში და 15 წთ ვადუღოთ. ბოლოს დავამატოთ გარეცხილი, წვრილად დაჭრილი კამა. .სუპი სოკოიანი გუფთით ცოტა ხანს დავაყოვნოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო