სუპი ცომის ბურთულებით

გემრიელი, ნოყიერი წვნიანია. თან ცივ დღეებს განსაკუთრებულად უხდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • წყალი  2ლ;
  • კარტოფილი  3-5ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • მარილი, მწვანილი  გემოვნებით;
  • ბურთულები:
  • კვერცხი  1ც;
  • კარაქი  20გრ;
  • რძე ან წყალი  130მლ;
  • ფქვილი  5-7ს/კ;

მომზადების წესი:

ჯერ ბურთულები მოვამზადოთ. კვერცხისგან გამოვაცალკევოთ გული და ცილა. გულს კარაქი შევურიოთ, მარილი მოვაყაროთ. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ, ცომი ძალიან სქელი არ უნდა იყოს. ავთქვიფოთ ცილა და დავამატოთ ცომს, აკურატულად ამოვურიოთ. მოვამზადოთ ბოსტნეული. ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.  გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ. ჩავამატოთ ქვაბში. თუ კარტოფილი თითქმის მოხარშულია, ჩავამატოთ ბურთულები. კოვზები ცივ წყალში დავასველოთ, ერთზე ცომი ამოვიღოთ, მეორეთი სუპში ჩავუშვათ. 2-3 წთ ვადუღოთ.  დავამატოთ დაფნა და წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი მოვაყაროთ და გადმოვდგათ. სუპი ცომის ბურთულებით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო