ტაფაში შემწვარი ღვეზელები ხილფაფით

მარტივი, სწრაფი და გემრიელი დესერტია. საუზმეზე, ვახშამზე, წასახემსებლად მშვენიერი ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
    კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  250გრ;
  • რძე  250მლ;
  • საფუარი  11გრ;
  • მარილი  მწიკვი;
  • შაქარი  გემოვნებით;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ვაშლის ხილფაფა  500გრ;

მომზადების წესი:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, შაქარი და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 10-15 წთ. ღრმა ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად, დავამატოთ მარილი, ამოსული საფუარიანი მასა,  დავაყაროთ ფქვილი და ცომი მოვზილოთ. გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 45 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, თითოეულში 1,5 ჩ/კ ვაშლის ხილფაფა ჩავდოთ და ცომი შევკრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ღვეზელები, ორივე მხრიდან. ტაფაში შემწვარი ღვეზელები ხილფაფით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო