
ტარტალეტკები კალმახით ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი მოხიბლავს. დახვეწილი გემოს წასახემსებელია, სცადეთ! დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
- კარაქი 75გრ;
- ფქვილი 150გრ;
- კვერცხი 1ც;
- ნაღების ყველი 50გრ;
- პროვანსული სუნელები 1ჩ/კ;
- ნაკლებმარილიანი, გამოყვანილი კალმახი 1ც;
მომზადების წესი:
გავცრათ ფქვილი, დავამატოთ დაკეპილი კარაქი, კვერცხი ჩავახალოთ, მოვზილოთ ელასტიური ცომი. შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდგათ 1 სთ. გავაბრტყელოთ, მრგვალი ფორმები ამოვჭრათ. ჩავდოთ კექსის ფორმებში. ძირი ჩავჩხვლიტოთ, ჯერ 15 წთ მაცივარში შევდგათ, შემდეგ გამოვაცოთ 180 გრადუსზე 15-20 წთ. ყველს დავამატოთ სუნელები, ავურიოთ. კალმახი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. როცა ტარტალეტკები გაცივდება, ჩავდოთ ყველი და ზემოდან თევზის ნაჭერი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება