ტარტალეტკები მასკარპონეთი

ძალიან მომხიბლავი და გემრიელი ტარტალეტკებია. განსაკუთრებული ვახშმის კარგი იდეაა, ასევე შესანიშნავია ფურშეტზე. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  150გრ;
  • ფქვილი  200გრ;
  • არაჟანი  2ს/კ;
  • მარილი  მწიკვი;
  • კვერცხი  1ც;
  • მასკარპონე  150გრ;
  • შაქრის პუდრა  2ს/კ;
  • ხაჭო  50გრ;
  • კენკრა, ნიგოზი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავაბლენდეროთ ხაჭო. დავამატოთ შაქრის პუდრა, მასკარპონე და დავაბლენდეროთ. გადავაფაროთ ცელოფანი და მაცივარში შევდგათ. ფქვილს დავაყაროთ მარილი, დავამატოთ დაკეპილი კარაქი, კვერცხის გული და არაჟანი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ და მრგვალი ფორმები ამოვჭრათ. ჩავდოთ ფორმებში, გამოვაცხოთ ღუმელში 200გრადუსზე 20-25 წთ. გავაცივოთ და კრემით შევავსოთ. ტარტალეტკები მასკარპონეთი მოვრთოთ კენკრით, ნიგვზით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო