ტარტალეტკები შოკოლადის განაშით

საუცხოო, არაჩვეულებრივი და უგემრიელესია ტარტალეტკები შოკოლადის განაშით. ტარტალეტკები შეგიძლიათ მზა შეიძინოთ ან თავად გამოაცხოთ. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 10-15.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • კარაქი  120გრ;
  • ფქვილი  1ჭ;
  • შაქრის პუდრა  3-4ს/კ;
  • კვერცხი  1-2ც;
  • კრემი:
  • შოკოლადი  150გრ;
  • ნაღები  120მლ;
  • კარაქი  50გრ;
  • კენკრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი, გადავანაწილოთ კექსის ფორმებში და გამოვაცხოთ ღუმელში 200გრადუსზე 10 წთ. დავანაწევროთ შოკოლადი. შევათბოთ ნაღები, არ ავადუღოთ. დავამატოთ შოკოლადი, 3-5 წთ დავაყოვნოთ. ავთქვიფოთ, სურვილისამებრ, დავამატოთ მწიკვი დარიჩინი, ვანილი. დავამატოთ დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ. მზა კრემი გადავანაწილოთ ტარტალეტკებში და მაცივარში შევდგათ 1,5 სთ. სუფრაზე გატანის წინ კენკრით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო