ჭარხალი ტყემალში

ჭარხალი ტყემალში საუცხოო კერძია, განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. სასარგებლოა ისევე, როგორც  ჭარხლისაგან დამზადებული ყველა სალათი თუ სხვა რამ. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  4ც;
  • წითელი ხახვი  1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ქინძი, კამა, ოხრახუში  გემოვნებით;
  • ტყემლის საწებელა  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ჭარხალი, გავაცივოთ, გავარჩიოთ და დავჭრათ. ჩავაწყოთ ღრმა ჯამში. გარეცხილი მწვანილი წვრილად დავჭრათ და ჭარხალს დავამატოთ. გავარჩიოთ ხახვი, ნიორი, გავრეცხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ და დავამატოთ ჭარხალს. დავასხათ ტყემალი, დავაყაროთ პილპილი, მარილზე შევამოწმოთ, კარგად ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო