ჭარხლიანი ცომის პიცა

განსხვავებული, ორიგინალური და უგემრიელესი პიცაა. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ცომი:
  • მშრალი საფუარი  1ჩ/კ;
  • წყალი  60მლ;
  • მარილი მწიკვი;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ჭარხალი  2ც;
  • ფქვილი  125გრ;

 

  • ნიორი  2კბილი;
  • წითელი ცხარე წიწაკა  0,5ც;
  • ბულგარული წიწაკა  1ც;
  • პომიდორი ჩერი  3-4ც;
  • ქამა სოკო  4-5ც;
  • სოიოს სოუსი  2ს/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  1-2 მწიკვი;
  • შავი უკურკო ზეთისხილი  გემოვნებით;
  • ზეთი  4ს/კ (შესაწვავად);
  • მწვანილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჭარხალი ფოლგაში გავახვიოთ და 200გრადუსზე 40 წთ შევწვათ. გავაცივოთ, გავთალოთ და გავხეხოთ. თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ მარილი, ჭარხლი, ფქვილი, ზეთი და ცომი მოვზილოთ. საშუალო ზომაზე დავჭრათ სოკო, ჩერი, ბულგარული, ხახვი, ნიორი და წიწაკა. გავხუროთ ტაფა, ზეთი დავასხათ, ჯერ ხახვი მოვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ სოკო, ბულგარული, ნიორი, წიწაკა და 4 წთ ვშუშოთ, დავამატოთ  ჩერი და გადმოვდგათ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ზეთი და გავაბრტყელოთ ჭარხლიანი ცომი. ზემოდან ტაფის მასა და დაჭრილი ზეთისხილი დავაწყოთ და შევდგათ 200 გრადუსზე 20 წთ. ჭარხლიანი ცომის პიცა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო