ჭარხლის და სტაფილოს კოტლეტები

შესანიშნავი კერძია. ჭარხლის და სტაფილოს კოტლეტები მსუბუქიცაა და თან ნოყიერი, მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  150გრ;
  • სტაფილო  150გრ;
  • რძე  50მლ;
  • არაჟანი  25მლ;
  • მანის ბურღული  15გრ;
  • კარაქი  5გრ;
  • მწვანილი, მარილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:
  • მოვამზადოთ ინგრედიენტები. სტაფილო გავხეხოთ. შევათბოთ რძე, დავამატოთ სტაფილო და მოვშუშოთ. შემდეგ მანის ბურღული დავამატოთ, დაბალ ცეცხლზე მოვხრაკოთ, მასა უნდა გასქელდეს. მოხარშული ჭარხალი გავთალოთ და გავხეხოთ. დავამატოთ სტაფილოს, მარილი დავაყაროთ და ავურიოთ. გავაკეთოთ კოტლეტები, დავაწყოთ კარაქწასმულ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 10-წთ.  სუფრაზე არაჟანთან და მწვანილთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო