ჭარხლის კარპაჩო ყველით

აუცილებელი არ არის, კარპაჩო მაინცდამაინც ხორცით იყოს მომზადებული. ჭარხლის კარპაჩო ყველით შესანიშნავი, უგემრიელესი გამოდის. სცადეთ! დამზადების დრო: 10 წთ. ულუფა: 1-2.

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ჭარხალი  1ც;
  • სულგუნი  150გრ (ნებისმიერი რბილი ყველი);
  • მოწის თხილი  50გრ;
  • რუკოლა  1/4 კონა;
  • ზეთი  1,5ს/კ;
  • მაიონეზი  1ჩ/კ;
  • ნიორი 1კბილი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჭარხალი გავთალოთ და მრგვლად დავჭრათ. თხელ, მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ სულგუნიც. ლანგარზე ჯერ ჭარხალი დავაწყოთ, შუაში ყველი, ზემოდან რუკოლა და დაღერღილი მიწის თხილი მოვაყაროთ. ნიორი დავაქუცმაცოთ და ზეთში მოვშუშოთ. გავაცივოთ და კარპაჩოს მოვასხათ, დავამატოთ პილპილი და მაიონეზით მოვრთოთ! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო