ჭარხლის ხიზილალა სტაფილოთი

ეს კერძი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. აუცილებლად ჩაინიშნეთ  რეცეპტი! დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  400გრ;
  • სტაფილო  150გრ;
  • ხახვი  70გრ;
  • ტომატის მორსი  100გრ;
  • მარილი, შაქარი  გემოვნებით;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • ზეთი  30მლ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, წვრილად დავჭრათ და ტაფაში ჩავყაროთ. მოვამზადოთ ჭარხალი და სტაფილო, გავხეხოთ და ხახვს დავამატოთ. დავასხათ ცოტა წყალი, თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ ბოსტნეული. პერიოდულად ვურიოთ, წყალი ბოლომდე არ უნდა ჩაშრეს, შემდეგ დავამატოთ მორსი, მარილი, შაქარი და მოვურიოთ. კიდევ 20 წთ ვშუშოთ და დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი. ჭარხლის ხიზილალა სტაფილოთი მზადა! გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო