ჭარხლის ხიზილალა ვაშლით

ეს კერძი უნაზესი გამოდის, ვაშლი არაჩვეულებრივ არომატსა და გემოს ანიჭებს. ჭარხლის ხიზილალა ვაშლით თან სასარგებლოა. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  თითო მწიკვი;
  • ჭარხალი  2ც;
  • ვაშლი  1ც;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • კაკალი  3ც;
  • ზეთი  3-4ს/კ;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ღუმელში შევწვათ ჭარხალი, გავაცივოთ, გავთალოთ და ოთხად დავჭრათ. ვაშლი გავთალოთ, კურკები მოვაცილოთ, ნიორი გავარჩიოთ, ჭარხალი, ვაშლი და ნიორი ხორცსაკეპში გავატაროთ. ამ მასას დავამატოთ ზეთი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. მზა კერძი გადავიტანოთ ლანგარზე და დაკეპილი ნიგოზი მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო