ჭარხლის ხიზილალა

ჭარხლის ხიზილალა მარტივად და სწრაფად მზადდება, სასრგებლოა, გემრიელი. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1კგ;
  • ყვითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ტომატი  2ს/კ;
  • ლიმონის წვენი  1ს/კ;
  • შაქარი  2ს/კ;
  • ზეთი  0,5ჭ;
  • მარილი, შავი პილპილის მარცვლები  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

ჭარხალი გავთალოთ და გავხეხოთ, ცეცხლზე დავდგათ ტაფა, ზეთი დავასხათ და ჭარხალი დავამატოთ. დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ შაქარი, მარილი და ავურიოთ. დავაფაროთ თავზე და ვშუშოთ. ცალკე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავაყაროთ მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი დავამატოთ. სტაფილო გავთალოთ, გავხეხოთ და დავამატოთ ხახვს. მოვხრაკოთ, შემდეგ დაჭრილი ბულგარული დავამატოთ, ასევე ტომატი, მარილი და პილპილი და მოვშუშოთ. ეს მასა დავამატოთ ჭარხალს, 1-2 წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო