ჭარხლის კოტლეტები

ჭარხლის კოტლეტები განსხვავებულია, კარგი გემოსი გამოდის. სამარხვო კერძია, თან ნოყიერია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  300გრ;
  • ვაშლი  200გრ;
  • მანის ბურღული  50გრ;
  • ჰერკულესი  60გრ;
  • სელის თესლი  3ჩ/კ;
  • სეზამის მარცვლები  გემოვნებით;
  • მარილი, შაქარი  მწიკვი;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხაშოთ ჭარხალი. გავაცივოთ, გავთალოთ და სახეხზე გავხეხოთ. დავამატოთ გახეხილი ვაშლი. დავაყაროთ მანის ბურღული, მარილი, ჰერკულესი და შაქარი, ავურიოთ. დავამატოთ სელის თესლები, გადავურიოთ და 20 წთ დავაყოვნოთ, რომ ჰერკულესი გაფუვდეს. გავაკეთოთ კოტლეტები, მანის ბურრულში ამოვავლოთ. შევწვათ ზეთში 3-3 წთ ორივე მხრიდან. ჭარხლის კოტლეტები თავდახურული დავაყოვნოთ კიდევ 7 წთ. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო