
განსხვავებული, გემრიელი და სასარგებლო კერძია. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ნიგოზი, შავი ქლიავის ჩირი და სხვა. დამზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები:
- მოხარშული ჭარხალი 330გრ;
- ხახვი 4თ;
- სოიოს სოუსი 1-2ს/კ;
- მოხარშული კვერცხის გული 2ც;
- ბრინზა 60გრ;
- ზეთი 1-2ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ზეთში მოვხრაკოთ.მოხარშული ჭარხალი გავთალოთ, დავჭრათ, მოვათავსოთ ბლენდერის , დავამატოთ დაჭრილი ყველი, კვერცხის გული და დავაქუცმაცოთ. ხახვს სოიოს სოუსი დავასხათ, 2 წთ მოვშუშოთ და გადმოვდგათ. შევურიოთ ჭარხლის მასას, მარილი გემოვნებით დავაყაროთ, ამოვურიოთ. ჭარხლის პაშტეტი მაცივარში შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება