
ჭარხლის სალათი ბრინჯით სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი კერძია. თან ლამაზია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3.
ინგრედიენტები:
- ბრინჯი 0,5ჭ;
- ჭარხალი 1ც (დიდი);
- წითელი ბულგარული წიწაკა 2ც;
- ოხრახუში 1კონა;
- ნატურალური იოგურტი 4ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ავადუღოთ 1ჭ წყალი. ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი, მწიკვი მარილი, როცა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ, თავზე დავაფაროთ და მოვხარშოთ. გავაცივოთ. გავრეცხოთ და მოვხარშოთ ჭარხალი. გავაცივოთ, გავთალოთ და წვრილ ღერებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ბულგარულები (გარეცხილი და თესლებგამოცლილი). წვრილად დავჭრათ გარეცხილი ოხრახუში. ბრინჯს დავამატოთ მწვანილი, იოგურტი და ამოვურიოთ. სასალათეში ჯერ ბრინჯი ჩავდოთ, შემდეგ ჭარხალი და ბულგარული და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება