ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ქიშმიშით

ღუმელში შემწვარი ჭარხალი კარგად ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს, თუ ქიშმიშსა და ნიგოზს დავუმატებთ, არაჩვეულებრივ სალათს მივიღებთ. თან სასარგებლოა. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1ც;
  • ქიშმიში  30-40გრ;
  • ნიგოზი  30-40გრ;
  • ზეთი  1-2ს/კ;
  • ლიმონი  1/3ც;
  • მიწავაშლას (ტოპინამბური)  სიროფი  1/2ჩ/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ჭარხალი, გავახვიოთ ფოლგაში და 200 გრადუსზე შევდგათ ღუმელში დაახლ.1 სთ. შემდეგ გავფცქვნათ და სახეხზე გავხეხოთ. მოვხალოთ ნიგოზი, გადმოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ. ჯამში ერთად მოვათავსოთ ჭარხალი, ნიგოზი და გარეცხილი ქიშმიში. დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი და მიწავაშლას სიროფი, ამოვურიოთ. ჭარხლის სალათი ნიგვზითა და ქიშმიშით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო