ჭარხლის სალათი რუკოლათი

ჭარხლის სალათი რუკოლათი მსუბუქი, პიკანტური კერძია. მოცარელა და ხაჭოს ყველი სრულიად ახალ გემოს სძენს ჭარხალს. სადილზე ან ვახშამზე ნამდვილად გააოცებთ თქვენს ახლობლებს, სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1ც;
  • რუკოლა  50გრ;
  • მოცარელა  200გრ;
  • ხაჭოს ყველი  150გრ;
  • პესტოს სოუსი  30გრ;
  • ნიგოზი  30გრ;

 

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ჭარხალი და მოვხარშოთ. ცივი წყალი გადავავლოთ და გავფცქვნათ. გავრეცხოთ რუკოლა და დავტეხოთ, დავდოთ ლანგარზე, გვერდზე რამოდენიმე ადგილას დავასხათ პესტო. ზედ დავაწყოთ გახეხილი ჭარხალი. ცალკე მოცარელა და ხაჭოს ყველი შევურიოთ. დავასხათ პესტოს სოუსი. აკურატულად ამოვურიოთ. რუკოლას და ჭრხალს დავაყაროთ დაკეპილი ნიგოზი, ზემოდან მოვასხათ სოუსიანი მასა. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო