ჭარხლის სალათი შინდით

სასარგებლო და გემრიელი კერძია.ჭარხლის სალათი შინდით თავისებური, პიკანტური გემოთი გამოირჩევა. დამზადების დრო: 2 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  1კგ;
  • შინდი  1ჭ;
  • ხახვი  2თ;
  • ქინძი  0,5კონა;
  • ოხრახუში  0,5კონა;
  • წითელი დაფქული წიწაკა  0,5ჩ/კ;
  • მარილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ჭარხალი. გავაცივოთ, გავთალოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. გავრეცხოთ შინდი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 2ჭ წყალი, დავდაგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ვადუღოთ 25 წთ. გავაცივოთ და საწურზე გავხეხოთ. გარჩეული დაგარეცხილი ხახვი წვრილ კუბიკებად დავჭრათ, მწვანილი გავრეცხოთ, შევამშრალოთ და წვრილად დავჭრათ. ჯამში გადავიტანოთ გახეხილი ჭარხალი, მწვანილი, შინდი, ხახვი. ამოვურიოთ, დავამატოთ მაილი და წიწაკა, ავურიოთ. მზა სალათი 10-15 წთ დავაყოვნოთ. მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და შინდის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო