
მსუბუქი, ნოყიერი, არომატული და სასარგებლო სალათია. მარტივადაც მზადდება. მარხვის პერიოდში ძალიან აქტუალურია. დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 2.
ინგრედიენტები:
- ჭარხალი 300გრ;
- ქამა სოკო 250გრ;
- ხახვი 70გრ;
- კამა 10გრ;
- ზეთი 3ს/კ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი და სოკო დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. წინასწარ მოხარშული ჭარხალი გავთალოთ და კუბიკებად დავჭრათ. ჯამში გადმოვიტანოთ მოხრაკული სოკო, დავამატოთ ჭარხალი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი, ზეთი და ამოვურიოთ. ჭარხლის სალათი სოკოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება