ჭარხლის სალათი

ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობით უგემრიელესი სალათი გამოდის, თან მსუბუქია. დამზდების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ჭარხალი  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • ძმარი ან ლიმონის წვენი  1,5ს/კ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • კამა, ქინძი  20გრ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი, ალყა-ალყა დავჭრათ და დავასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.  მოხარშულიჭარხალი გავთალოთ და გავხეხოთ. გადავიტანოთ სასალათეში, მარილი დავაყაროთ და ავურიოთ, ზემოდან დავაწყოთ ხახვი, დავასხათ ზეთი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ჭარხლის სალათი შეგვიძლია სუფრაზე გავიტანოთ! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო