ჭარხლის სუპი გუფთით

ჭარხლის სუპი ძალიან სასარგებლო წვნიანია, თუ გუფთასაც დავუმატებთ, არაჩვეულებრივი გამოვა. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი  2ც;
  • დაკონსერვებული პომიდორი  1ქილა;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  1კბილი;
  • ქათმის ბულიონი  2ლ;
  • არაჟანი  50გრ;
  • ზეითუნის ზეთი  2ს/კ;
  • კარაქი  1ჩ/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ფარში  500გრ;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ ხახვი და ზეთში და კარაქში მოვხრაკოთ. გავრეცხოთ ბულგარული და კუბიკებად დავჭრათ, დავამატოთ ხახვს, 2-3 წთ ვშუშოთ. გავრეცხოთ და გავთალოთ ჭარხალი, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ მოხრაკულ ხახვს და სტაფილოს, 10 წთ-ში დავამატოთ პომიდორი. დავასხათ ცხელი ბულიონი, ამოვადუღოთ, ამასობაში გუფთები გავაკეთოთ და ჩავუშვათ ქვაბში. ვადუღოთ 15 წთ. მზა ჭარხლის სუპი გუფთით სუფრაზე მწვანილმოყრილი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო