ჭინჭრის სუპი მოთუშული ხორცით

ჭინჭარი ვიტამინების საბადოა, ამიტომ მისგან მომზადებული ყოველი კერძი ძალიან სასარგებლოა, თანაც უგემრიელესი. ჭინჭრის სუპი მოთუშული ხორცით სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ჭინჭარი  1კონა (დიდი);
  • მოთუშული ხორცი  1ქილა (“ტუშონკა”);
  • კარტოფილი  5-6ც;
  • ფეტვი  3-4ს/კ;
  • ხახვი  2თ;
  • მოხარშული კვერცხი  3ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:
    მოვამზადოთ ინგრედიენტები. ავადუღოთ წყალი, ჩავამატოთ დაჭრილი კარტოფილი. “ტუშონკა” ჩავდოთ ტაფაში და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა კარტოფილი ნახევრად მოხარშული იქნება, დავამატოთ ფეტვის ბურღული, ვადუღოთ 7-8 წთ.  დავამატოთ ტაფის მასა. ჭინჭარს დავასხათ მდუღარე წყალი, 2 წთ შემდეგ გადავწუროთ, დავჭრათ და ჩავამატოთ ქვაბში დაჭრილ მოხარშულ კვერცხთან ერთად. მარილით და პილპილით შევაზავოთ და 3 წთ გადმოვდგათ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო