ჭინჭრის სუპი

ეს კერძი გამოდის ნოყიერი, გემრიელი და ძალიან ორიგინალური. თან არომატულია. დამზადების დრო: 1სთ

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე ან ღორის ხორცი  500გრ;
  • კარტოფილი  700გრ;
  • ჭინჭარი  200გრ;
  • ხახვი  200გრ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, დავჭრათ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. გავარჩიოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ ხახვი. გარეცხილ ჭინჭარს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავწუროთ და წვრილად დავკეპოთ. გავთალოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ კარტოფილი, დავამატოთ ხორცს და 5 წთ ვადუღოთ. მოვხრაკოთ ხახვი, ჩავამატოთ ქვაბში. შემდეგ დავამატოთ ჭინჭარი, ვადუღოთ 10 წთ (კარტოფილი კარგად რომ მოიხარშოს), დავამატოთ მარილი და პილპილი. ბოლოს დავამატოთ ერთი ათქვეფილი კვერცხი და გადმოვდგათ. სურვილისამებრ, სუფრაზე გატანის წინ თითოეულ თეფშში შეგვიძლია ჩავამატოთ თითო მოხარშული დაჭრილი კვერცხი. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო