თაფლაკვერის (“პრიანიკის”) ნაძვის ხე

გაიხალისეთ ძველით ახალი წელი და გამოაცხეთ ეს ლამაზი, გემრიელი დესერტი. განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ თაფლაკვერის (“პრიანიკის”) ნაძვის ხე. დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  180გრ;
  • კარაქი  80გრ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • კაკაოს ფხვნილი 1ჩ/კ;
  • დაფქული კოჭა  0,5ჩ/კ;
  • თაფლი  3ს/კ;
  • შაქარი  80გრ;
  • მარილი  2მწიკვი;
  • მინანქარი:
  • შაქრის პუდრა  150გრ;
  • კვერცხის ცილა  1ც;

მომზადების წესი:

ფქვილისა და კვერცხის გარდა, ცომის ინგრედიენტები სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და გავადნოთ, დავუწიოთ ცეცხლს, ვურიოთ, თაფლისფერი როცა გახდება, გადმოვდგათ ქვაბი. ოდნავ გავაცივოთ, კვერცხი ჩავახალოთ და სწრაფად ავურიოთ. შემდეგ ფქვილი დავამატოთ, სათქვეფელათი ავთქვიფოთ, ცომი მოვაგუნდავოთ, ცელოფანში გავახვიოთ და 20 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ ცომი 1 სმ-ზე გავაბრტყელოთ და ვარსკვლავები ამოვჭრათ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-15 წთ. გავაცივოთ თაფლაკვერები. ავთქვიფოთ ცილა, შევათქვიფოთ შაქრის პუდრა. მინანქარი კულინარიულ ტომსიკაში მოვათავსოთ და სურვილისამებრ მოვრთოთ თაფლაკვერები. 1-2 სთ დავაყოვნოთ, რომ მინანქარი შეშრეს. შემდეგ ავაწყოთ ნაძვის ხე: თითოეულ თაფლაკვერს შუაში მინანქარი დავაწვეთოთ და მეორე დავადოთ. ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო