თაფლიანი ორცხობილები

უნაზესი თაფლიანი ბისკვიტი უგემრიელესი კრემით გულგრილს ვერავის დატოვებს. ღირსეულად დაამშვენებს ყველაზე დიდ საზეიმო სუფრასაც. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  300გრ;
  • შაქარი  100გრ;
  • კარაქი  200 გრ (150გრ კრემში);
  • კვერცხი  2ც;
  • თაფლი  2ს/კ;
  • სოდა  0,5ჩ/კ;
  • მოხარშული შესქელებული რძე  200გრ;

მომზადების წესი:

კარაქი გამოვიღოთ მაცივრიდან და ვაცადოთ, რომ ოთახის ტემპერატურაზე დარბილდეს. ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, სოდა, კვერცხი ჩავახალოთ, თაფლი დავამატოთ და 50 გრ კარაქი ჩავდოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, არ უნდა აგვიდუღდეს. ქაფს რომ მოიგდებს, გადმოვდგათ. ულუფებად დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ. ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად, დავამრგვალოთ და მაცივარში შევინახოთ 30 წთ. შემდეგ თითოელი მართკუთხედისებურად გავაბრტყელოთ, დავდოთ ცხიმწასმულ პერგამენტდაფენილ საცხობზე. ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 3-5 წთ. გავაცივოთ ფირფიტები. კრემისათვის მოხარშული შესქელებული რძე და კარაქი მიქსერით შევათქვიფოთ. ფირფიტები ამ კრემით შევაერთოთ, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები, თითოეულს გვერდებზეც კრემი წავუსვათ და საკონდიტრო მოსაყრელით მოვრთოთ. თაფლიანი ორცხობილები მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო