თათარიახნი

თათარიახნი არომატული, ნოყიერი და თან მსუბუქი წვნიანია. მარტივად მზადდება. სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  700გრ (მკერდის ნაჭერი);
  • წყალი  5ჭ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • დაფნის ფოთოლი  2ც;
  • ოხრახუში  0,5კონა;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, გადავწუროთ და ახალი წყალი დავასხათ. დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, მოვხადოთ ქაფი. სტაფილო და ხახვი მსხვილად დავჭრათ. დავკეპოთ მწვანილი და ნიორი. როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ, ნახარში გადავწუროთ, ისევ ქვაბში ჩავასხათ. დავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი და დაჭრილი ხორცი, 30 წთ ვადუღოთ. 5 წუთით ადრე, გადმოდგმამდე, ნიორი და მწვანილი დავამატოთ, მარილი არ დაგვავიწყდეს. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

  1. Good day! This is my first visit to your blog! We are a collection of volunteers and starting a new initiative in a community in the same niche.
    Your blog provided us useful information to work on. You
    have done a outstanding job!

    my web blog – vpn special coupon

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო