თეთრი ჰალვა

ჰალვა აღმოსავლეთში ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. მას მრავალნაირად ამზადებენ. გაეცანით კიდევ ერთ საინტერესო და “ტკბილ” რეცეპტს! თეთრი ჰალვა უგემრიელესი გამოდის. დამზადების დრო: 1სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ერბო  175გრ;
  • ფქვილი  500გრ;
  • შაქრის პუდრა  300გრ;
  • ნიგოზი  300გრ;

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე ავადუღოთ ერბო,ულუფებად  დავამატოთ ფქვილი, ვურიოთ. როცა ფქვილი გაყავისფერდება, დაახლ.40 წთ, დავამატოთ შაქრის პუდრა ამოვურიოთ და 3-4 წთ შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. საცხობ ფორმას პერგამენტი დავაფაროთ, ეს მასა გავაბრტყელოთ, ნიგვზის ლებნები დავაწყოთ და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ. გავაცივოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო