თეთრი კალმახი

ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება. თევზის მოყვარულებს უთუოდ დააინტერესებს  ეს რეცეპტი. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კალმახი  3ც;
  • ზეთი  2ს/კ;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • თეთრი ღვინო  200მლ;
  • ბეგქონდარა  4ღერი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • სტაფილო  1ც;
  • კარტოფილი  2ც;
  • მწვანე ლობიო  10 ც;
  • პომიდორი  3ც;
  • პრასი  1ღერი;
  • კარაქი  20გრ;
  • ფქვილი  2ჩ/კ;
  • ნაღები  100გრ;
  • ყველი  50გრ;

მომზადების წესი:

გავწმინდოთ და გავრეცხოთ თევზი, შევაშროთ. გავთალოთ კარტოფილი, გავფხიკოთ სტაფილო, გავრეცხოთ და ღერებად დავჭრათ. შევბრაწოთ ზეთში. მოვამზადოთ სოუსი: გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ნაღები და ფქვილი, ყველი ღვინო, ავურიოთ და წამოვადუღოთ. ლიმონის წვენი და ზეთი შევურიოთ, დავამატოთ ღვინო, ბეგქონდარა, ამ მარინადში ჩავდოთ თევზი და დავაყოვნოთ 2-3 სთ. შემდეგ  გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში, გვერდზე დავაწყოთ გარეცხილი, შუაზე გაჭრილი პომიდორი, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ დაახლ.1 სთ. მზა თეთრი კალმახი ავდოთ დიდ ლანგარზე, შემოვუწყოთ შებრაწული კარტოფილი, სტაფილო, პომიდორს სოუსი მოვასხათ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო