თევზი ღუმელში ბოსტნეულითა და ყველით

თევზი ღუმელში ბოსტნეულითა და ყველით კარგი იდეაა სადილისათვის, ვახშმადაც. მარტივი მოსამზადებელია, გემო კი თავად განსაჯეთ! დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • თევზის ფილე  700გრ;
  • ხახვი  1-2თ;
  • სტაფილო  1ც;
  • პომიდორი  1-2ც;
  • ყველი 150გრ;
  • ზეთი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ფილე ოდნავ შევაშროთ და მომცრო ნაჭრებად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, ფენებად დავაწყოთ ჯერ ხახვი, თევზის ფილე, სტაფილო, დაჭრილი პომიდორი. დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-45 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო