თევზი კარტოფილის კანით

თევზი კარტოფილის კანით გამოდის ხრაშუნა, წვნიანი და გემრიელი. ნებისმიერი სახეობის ზღვის თევზი უხდება ამ კერძს. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • თევზის ფილე  500გრ;
  • კარტოფილი  4ც;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი, მწვანილი  გემოვნებით;
  • ზეთი  4-6 ს/კ;

მომზადების წესი:

გარეცხილი და გამშრალი ფილე დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად. დავაყაროთ მარილი, პილპილი, თევზის სუნელები, დავაყოვნოთ 15 წთ. გავთალოთ და გავრეცხოთ კარტოფილი, გავხეხოთ. ავთქვიფოთ კვერცხი. გავაცხელოთ ტაფაში ზეთი, თევზის ნაჭრები ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ კარტოფილში. შევწვათ ორივე მხრიდან 5-5 წთ. მზა კერძი სუფრაზე მწვანილთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო