თევზი თეთრ სოუსში

ამ რეცეპტით მომზადებული თევზი თქვენი სუფრის ნამდვილი ფავორიტი გახდება. თევზი თეთრ სოუში მარტივად მზადდება, შესანიშნავი, ნაზი  გემო აქვს. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ზღვის თევზის ფილე  800-900გრ;
  • ფქვილი  30გრ;
  • ზეთი  50გრ;
  • ნაღები  100გრ;
  • მწვანილი  20გრ;
  • კარაქი  50გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • კვერცხის გული  3ც;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;
  • თევზის სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავჭრათ ფილე, დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ თევზის სანელებლები. დავაყოვნოთ 15 წთ. შემდეგ დავაწყოთ ზეთიან შესაწვავ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 25 წთ. სოუსი: კვერცხის გულებს დავუმატოთ ფქვილი, შავი დაფქული პილპილი, დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ, სულ უნდა ვურიოთ, როცა მასა გათეთრებას დაიწყებს, წვრილი ჭავლით ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ნაღები. ვურიოთ და ბოლომდე მოვხარშოთ. მზა სოუსი გადავიტანოთ ფიალაში, გავაცივოთ, მოვასხათ ცივ თევზს და ლიმონის ნაჭრებთან ერთად გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო